21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას თურქული შეკრებით დაიწყებს

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, მარტის სანაკრებო პაუზის პერიოდში, მოსამზადებელ შეკრებას თურქეთში გაივლის. რამაზ სვანაძის გუნდი, 17-დან, 25 მარტის ჩათვლით ანტალიაში მოემზადება, სადაც 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს. ჩვენი პირველი მეტოქე, ჩვენი გუნდის მსგავსად, ივნისში გასამართი ევროპის ჩემპიონატის მონაწილე – ფინეთი იქნება, მეორე მეტოქე კი სერბეთის 21-წლამდე ნაკრები იქნება.
21-წლამდე ნაკრები, ევროპის ჩემპიონატზე პირველ მატჩს 11 ივნისს, პოლონეთის წინააღმდეგ გამართავს, 14 ივნისს საფრანგეთს შეხვდება და ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში,17 ივნისს პორტუგალიას დაუპირისპირდება.
U21 | მარტის შეკრება
22 მარტი | ფინეთი V საქართველო |
16:00
25 მარტი | სერბეთი V საქართველო | 16:30
2025 | 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი
11 ივნისი | პოლონეთი V საქართველო | ჟილინა
14 ივნისი | საფრანგეთი V საქართველო | ჟილინა
17 ივნისი | საქართველო V პორტუგალია | ტრენჩინი
თურქულ შეკრებაზე გასამართი მატჩების პირდაპირი ტრანსლაციების და სხვა დეტალების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.
nakrebi.ge

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში