ლა ლიგის 27-ე ტურში “რეალმა” საკუთარ მოედანზე “რაიო ვალეკანო” 2:1 დაამარცხა და მადრიდელთა მაისურით ერთ-ერთი გოლი კილიან მბაპემ გაიტანა, რომლისთვისაც ეს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 29-ე ზუსტი დარტყმა აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ 26 წლის შემტევი გახდა პირველი ფრანგი ფეხბურთელი, რომელმაც ტოპ 4 ლიგაში გადასვლის შემდეგ, 29+ გოლი გაიტანა.
აქამდე რეკორდი მიშელ პლატინის ეკუთვნოდა. პლატინიმ “იუვენტუსში” 1982/83 წლების სეზონში 28 გოლი შეაგდო.
