იტალიაში აუქციონზე გაიყიდება თითქმის 1500 ლოტი ელიტარული ღვინოებით

აუქციონის სახლი Bolaffi აუქციონზე გამოიტანს 1483 ლოტს, მათ შორის პრემიუმ ღვინის ბრენდებს იტალიიდან, საფრანგეთიდან, -დან, ესპანეთიდან და ავსტრალიიდან. ამის შესახებ Wine News იუწყება.
კერძოდ, აუქციონზე წარმოდგენილი იქნება ისეთი პრესტიჟული ბრენდები, როგორიცაა Petrus, Dom Perignon, Romanee-Conti, Monfortino, Sassicaia.
აუქციონი ონლაინ 26 და 27 მარტს გაიმართება. აუქციონის პირველი დღე მთლიანად იტალიურ ღვინოებს დაეთმობა, მეორე დღე სხვა ქვეყნების ღვინოებს.
წყარო: rbc