გიგა ოთხოზორიას ოჯახი მიიჩნევს, რომ მკვლელის ქართული მხარისთვის გადმოსაცემად სათანადო ნაბიჯები უნდა გადაიდგას – ევროპულმა სასამართლომ რუსეთი დამნაშავედ ცნო და ოჯახს 130 000 ევროს კომპენსაცია მიანიჭა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე ს ფედერაციას სიცოცხლის უფლების დარღვევა დაუდგინა და გიგა ოთხოზორიას ოჯახს არამატერიალური ზიანის სახით 130 000 ევროს ოდენობით კომპენსაცია მიანიჭა. საია-ს ინფორმაციით, ევროსასამართლომ მოცემულ საქმეში ასევე დაადგინა 38-ე მუხლის დარღვევა, რადგან რუსეთის ფედერაციამ სასამართლოში არ წარადგინა შესაბამისი სისხლის სამართლის საქმის მასალები.
გადაწყვეტილებას გამოეხმაურა აფხაზი ე.წ. მესაზღვრის მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახი. მისი დედის, ჯულიეტა ჭანტურიას განცხადებით, ოჯახის სარჩელის დაკმაყოფილება ღირსების საქმეა და ახლა მთავარია, მკვლელის ქართული მხარისთვის გადმოსაცემად სათანადო ნაბიჯები გადაიდგას.
გიგა ოთხოზორია რაშიდ კანჯი ოღლიმ 2016 წლის მაისში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზთან მოკლა. ქართულმა სასამართლომ მას 14 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა, ოჯახმა კი რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი საიას დახმარებით შეიტანა.

ასევე დაგაინტერესებთ

დაახლოებით 26 ორგანიზაციაა, რომლებსაც პირდაპირი კავშირი აქვთ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან, დანარჩენები კი – იღებენ მონაწილეობას ანტისახელისუფლებო კამპანიებში და ხელისუფლების დისკრედიტაციას ახდენენ

ეს კვაზისამოქალაქო ორგანიზაციები თავს „არჩევნების დამკვირვებლად“ ასაღებენ და იჩემებენ იმის უფლებას, რომ „მიუკერძოებელი“ ვერდიქტი გამოიტანონ – რასაკვირველია, ისინი მიკერძოებულები იქნებიან, რაც საფრთხეს უქმნის ჩვენს დემოკრატიას