პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს, საჰიბა გაფაროვას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს, საჰიბა გაფაროვას შეხვდა.
მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობა, ერთობლივი რეგიონული პროექტები და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
აღინიშნა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის რიგით მე-10 სხდომის ეფექტურობა, რომელიც მიმდინარე წლის იანვარში ირაკლი კობახიძისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის თანათავმჯდომარეობით გაიმართა. აგრეთვე ყურადღება დაეთმო მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობას თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით.
მხარეებმა ისაუბრეს შუა დერეფნის ეფექტიანად ფუნქციონირების ხელშეწყობაზე.
ხაზი გაესვა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის, მომავალშიც შეუწყოს ხელი რეგიონში მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფას.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა