ოთხოზორიას დედა სტრასბურგზე: ეს გადაწყვეტილება საქართველოს პრესტიჟისთვის დიდი საქმეა

გიგა ოთხოზორიას დედა, ჯულიეტა ჭანტურია მისი შვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. ჭანტურია ამბობს, რომ ეს განაჩენი საქართველოს პრესტიჟისთვის დიდი საქმეა.
“ეს გადაწყვეტილება არა მარტო ჩემი ოჯახისთვის, არამედ, მთელი საქართველოს პრესტიჟისთვის ძალიან დიდი საქმეა. რუსეთს რომ ქართველი ადამიანის სისხლში ხელის გასვრისთვის პასუხი მოეთხოვება, ძალიან დიდი საქმეა. მათ გულში უნდა ჩაიხედონ და თქვან, რომ საქართველოს თავისი ხელმძღვანელები, სამართალდამცავი ორგანოები ჰყავს, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ – ეს არის მთავარი. ახლა უკვე ჯერი საქართველოზეა. აწი საქართველოს ხელისუფლებასა და სამართალდამცველებზეა, რამდენად უღირთ მათ ჩვენი ქვეყნის სახელი”. – თქვა გიგა ოთხოზორიას დედამ ფორმულასთან საუბარში.
გიგა ოთხოზორიას საქმის ადკოვატის, გიორგი ტაბატაძის ცნობით, ოთხოზორიას საქმე სტრასბურგში მოიგეს, რის შედეგადაც რუსეთს 130 000 ევროს გადახდა დაეკისრა.
სტრასბურგის სასამართლომ ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევა დაადგინა, რომელიც სიცოცხლის უფლების დარღვევას გულისხმობს და გიგა ოთხოზორიას ოჯახს არამატერიალური ზიანის სახით 130 000 ევროს კომპენსაცია მიანიჭა.
ასევე, დადგინდა, რომ ს მთავრობამ ვერ შეასრულა 38-ე მუხლით დაკისრებული ვალდებულება, რაც სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის დეტალების წარდგენას გულისხმობს.