,,მართე შენი ქალაქის“ მონაწილე ახალგაზრდებიდან მერიის სხვადასხვა სამსახურებში უკვე 30 დასაქმდა – ნინო ლაცაბიძე

რუსთავის მერიამ სტუდენტური პროექტის – ,,მართე შენი ქალაქი” ახალი ეტაპი დაიწყო.
ახალგაზრდების დასაქმებისა და მუნიციპალიტეტის მუშაობაში მათი ჩართვის მიზნით, რუსთავის მერის ინიციატივით, პროექტი უკვე მეოთხე წელია, რაც ხორციელდება.
,,მართე შენი ქალაქის“ მერვე ეტაპის მონაწილეებს, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები არიან, დღეს რუსთავის მერი შეხვდა. ქალაქის მერმა ახალგაზრდებს მუნიციპალიტეტში განხორციელებული, მიმდინარე რეფორმები და პროექტები გააცნო, ასევე მათთვის საინტერესო საკითხებზე ისაუბრა.
,,რუსთავის მერიაში ახალგაზრდებისთვის დღეს დავიწყეთ პროექტის – ,,მართე შენი ქალაქი“ მერვე ეტაპი, რომელიც ახალგაზრდებისთვის გამოცდილების გაზიარებას, ასევე მუნიციპალურ სერვისებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროგრამის მონაწილე ახალგაზრდებიდან, მერიის სხვადასხვა სამსახურებში უკვე 30 დასაქმდა“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
პროექტის მერვე ეტაპის მონაწილე 35 სტუდენტი, მუნიციპალური სამსახურების მუშაობის სპეციფიკას და რუსთავის მერიაში გატარებული რეფორმების შედეგად დანერგილ ახალ სერვისებს, ერთი თვის განმავლობაში გაეცნობა.
სტუდენტური სტაჟირების პროგრამაში ჩართვა ონლაინ რეგისტრაციით არის შესაძლებელი.

ასევე დაგაინტერესებთ

რუმინელთა უმრავლესობისთვის ჯორჯე სიმიონის ევროსკეპტიციზმი, მისი უარყოფითი დამოკიდებულება უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიმართ და ევროკავშირის ხელმძღვანელობის კრიტიკა, უფრო მისაღები ყოფილა, ვიდრე ხელისუფლების ასკინკილათი ხტუნვა ბრიუსელის წინაშე

ევროკომისიამ „კატარ გეითის“ ფარგლებში დისციპლინური გამოძიება დაიწყო ერთ-ერთი მაღალჩინოსნის, ესტონელი ჰენრიკ ჰოლოლეის მიმართ. ის კაია კალასის მამის, სიიმ კალასის მთავრობაში მუშაობდა – POLITICO

მანქანიდან გადმოვედი, ხელები ავწიე. ნიღბები ეკეთათ, ერთ-ერთმა მითხრა ამის შემდეგ პრეზიდენტზე ვერაფერს ვერ ილაპარაკებო და კონდახი ჩამარტყა სახეში, ძვლების ჩამსხვრევა ვიგრძენი. ძირს დავვარდი, ოთხი ადამიანი ჩექმებს მხოლოდ თავში მირტყამდა