თანამედროვე ფერმერ დავით ნოზაძეს ლაგოდეხის რაიონ სოფელ აფენში სიმინდი და ხორბალი 2007 წლიდან მოჰყავს. როგორც თავად ამბობს, აქ არსებულ კლიმატურ პირობებში სოფლის მეურნეობის ეს კულტურები განსაკუთრებით ხარობს. სწორედ კლიმატისა და თანამედროვე მიდგომების დახმარებით ახერხებს დავითი ხარისხიანი პროდუქტების წარმოებას.
ფერმერს განსაკუთრებით წლის ეს პერიოდი უყვარს, რადგან მასთან დიდი შემოდგომა დგება. „მოსავლის აღება ძალიან დიდი სიამოვნებაა, სიხარულია. შრომობ და ელოდები, როგორი შემოდგომა იქნება“, – ამბობს დავით ნოზაძე.
ფერმერს მოსავლის აღებაში CLAAS-ის მარცვლეულის კომბაინი ეხმარება, „ძალიან სუფთად იღებს, უდანაკარგოდ. აბნევს 100%-დან დაახლოებით 0.5%-ს“, – აღნიშნავს დავითი. ახლა ის მოსავლის დასაწყობების პროცესშია. მალე მიწის ხელახლა მოხვნას, გაზაფხულზე კი თესვას შეუდგება. ამ პროცედურების სწრაფად და მარტივად შესასრულებლადაც ის თანამედროვე ტექნიკას იყენებს. გასულ წელს მან აგრო-დრონის შესაძლებლობებიც გამოცადა.
ტექნიკის გარდა, დავით ნოზაძისთვის მნიშვნელოვანია, ხარისხიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაც. ამიტომ ის Dekalb-ის სათესლე მასალას იყენებს. მცენარეთა დაცვის საშუალებებში უპირატესობას Bayer-ის, სასუქებში კი Yara-ს პროდუქციას ანიჭებს.
დავითი ამბობს, რომ აგრომეურნეობა ერთწლიანი ციკლია, რომელიც დასრულებიდან მალევე ხელახლა იწყება. „ძალიან ბევრი შრომა სჭირდება და შემოდგომაზე, რომ თქვენი შრომის ნაყოფს მიიღებთ, დიდი სიამოვნებაა. აი, ვიშრომეთ, ვიწვალეთ და რაღაც გამოვიდა“, – ამბობს ის.