BBC – ფილიპინების ყოფილი პრეზიდენტი როდრიგო დუტერტე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე დააკავეს

ფილიპინების ყოფილი პრეზიდენტი როდრიგო დუტერტე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ფილიპინების პრეზიდენტის, ფერდინანდ მარკოს უმცროსის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.
BBC-ის ცნობით, პოლიციამ ფილიპინების ყოფილი პრეზიდენტი, როდრიგო დუტერტე მანილას აეროპორტში დააკავა.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მიერ გაცემული დაკავების ორდერი დუტერტეს „ნარკოტიკებთან ომის“ პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებული სასამართლოგარეშე მკვლელობებისთვის კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულების ჩადენაში ადანაშაულებს.
79 წლის როდრიგო დუტერტე ფილიპინების პრეზიდენტის თანამდებობას 2016-2022 წლებში იკავებდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – ბევრი დრო არ დაგვრჩა, რადგან მივუახლოვდით ზღვარს, როდესაც არათუ წინ ვერ მივდივართ ევროპაში, არამედ, ვკარგავთ იმასაც, რაც მოპოვებული გვქონდა – აქტიურად უნდა ვიბრძოლოთ სისტემის დემონტაჟისთვის