უკრაინის დელეგაცია -ის წარმომადგენლებთან შესახვედრად საუდის არაბეთში ჩავიდა

უკრაინის დელეგაცია ს ქალაქ ჯიდაში ჩავიდა, სადაც დღეს -ის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს გამართავს, – ამის შესახებ უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ანდრეი ერმაკმა „ტელეგრამზე“ დაწერა.
„გუნდი ადგილზეა. ჩვენ ვემზადებით სამუშაოდ. უკრაინის ინტერესების დაცვით, ომის დასრულების მკაფიო ხედვით, ჩვენ ეფექტურად ვიმუშავებთ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან”, – აღნიშნა ერმაკმა.
გამოცემა The Economist-ის ცნობით, მოლაპარაკებებში ორივე მხარის გავლენიანი წარმომადგენლები მონაწილეობენ. აშშ-ის დელეგაციას უხელმძღვანელებენ სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო და მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი, დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედის აშშ-ის პრეზიდენტის, ს სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, სტივ უიტკოფი.
უკრაინის მხრიდან მოლაპარაკებებს უხელმძღვანელებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა, თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი და სამხედრო თანაშემწე პავლო პალისა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ევროკავშირის საელჩოს მიერ კონკრეტული კრიმინალის წერილზე პასუხი არავითარი დიპლომატიური პრაქტიკა არ არის, პირიქით, ეს არის არადიპლომატიური, არადემოკრატიული პრაქტიკა