მისო-ების მიერ ერთ მსესხებელზე გაცემული სესხის ლიმიტი შესაძლოა, გაორმაგდეს

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ერთ მსესხებელზე გაცემული კრედიტის ლიმიტი, შესაძლოა, 100 000 ლარიდან 200 000 ლარამდე გაიზარდოს. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ კანონში ცვლილებაზე პირველი მოსმენით უკვე იმსჯელა და მხარი დაუჭირა.
„საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილი იქნება, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის ნორმატიული აქტით განსაზღვროს მიკროკრედიტის შესახებ დამატებითი მოთხოვნები“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ.
კანონპროექტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ეროვნული ბანკის ერთობლივ საკანონმდებლო ინიციატივას წარმოადგენს.
ცნობისთვის, აქამდე მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ერთ მსესხებელზე ან ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფზე გასაცემი მიკროკრედიტის მაქსიმალური ჯამური ოდენობა 100 000 ლარი იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში მიმდინარეობს საერთაშორისო კონფერენცია ბავშვის უფლებებისა და ხელოვნური ინტელექტის შესახებ, რომელიც გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის 35-ე წლისთავს ეძღვნება

ზურაბ ფარჯიანი: “სირიაში ქრისტიან ბავშვებს ხვრეტენ” არის ტყუილი – თავად სირიის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ თქვა ამის შესახებ და ლალი მოროშკინაზე და “ბეპეელა”-ზე მეტი როგორმე იციან ალბათ