ახალი ქართული რივიერა “ლისი დეველოპმენტისგან”

ბათუმის გასასვლელიდან სულ რაღაც 7 წუთის სავალ გზაზე, ზუსტად ზღვის სანაპიროს გასწვრივ, პირველ ზოლში – ახალი საკურორტო უბანი ბუკნარი შენდება, რომელიც აჭარის რეგიონის მიზიდულობას კიდევ უფრო გაზრდის. კომპლექსს უნიკალური მდებარეობა გამოარჩევს. ბუკნარი – სუბტროპიკულ ტყესა და ზღვას შორის არის მოქცეული.
ამ დროისთვის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. პროექტის პირველი ეტაპის, სასტუმროს მშენებლობა უკვე დასრულებულია. ამჟამად მიმდინარეობს არქიტექტურული სამუშაოები, რომლებიც მოიცავს ფასადის მოპირკეთებას, შიდა ტიხრების მოწყობასა და სარემონტო სამუშაოებს. პროექტის დასრულება 2025 წლის ბოლოსთვის იგეგმება.
პროექტის პირველმა ფაზამ სასტუმრო და სასტუმროს სტანდარტით აღჭურვილი აპარტამენტები უნდა გააერთიანოს. კომპლექს ბუკნარის – 34 კვ.მ. -დან 101 კვ.მ.-მდე ფართობის აპარტამენტები მფლობელს სრული რემონტით, ავეჯით, სამზარეულოთი და სხვა საჭირო აქსესუარებით ბარდება. რაც ყველაზე მთავარია თითოეულ აპარტამენტს ზღვის და მთის გამორჩეული ხედები ერწყმის.
მრავალფეროვანია ბუკნარის პირველი ფაზის ინფრასტრუქტურა. კომპლექსი შიდა საცურაო აუზს, რესტორანს, სპორტულ მოედნებს და მწვანე, რეკრეაციულ ზონებს გააერთიანებს. ეს არის უნიკალური კომპლექსი, რომელიც ერთი მხრივ ოჯახური დასვენებისთვისაა განკუთვნილი, მეორე მხრივ კი მომხმარებლისათვის საინვესტიციო თვალსაზრისითაც საუკეთესო შესაძლებლობას ქმნის.
საკურორტო უბნის გენერალურ გეგმაზე გამოცდილმა, პროფესიონალთა გუნდა იმუშავა. პროექტის გენგეგმისა და არქიტექტურის მომზადებისთვის “ლისი დეველოპმენტი” ბრიტანულ არქიტექტურულ კომპანიებთან თანამშრომლობდა.
ბუკნარი – ახალი ქართული რივიერა, ერთ-ერთი წამყვანი დეველოპერული კომპანიის “ლისი დეველოპმენტის” პროექტია, რაც იმას ნიშნავს, რომ საქმეში პროფესიონალები არიან ჩართულები, ეს კი კომპლექსის სანდოობას კიდევ უფრო ზრდის. აღსანიშნავია ისიც, რომ “ლისი დეველოპმენტი” ბუკნარში 9 ჰექტარ მიწას ფლობს, რომლის განვითარება დაბალი სართულიანობისა და სიმჭიდროვის გათვალისწინებით, ეტაპობრივად განხორციელდება.
“ლისი დეველოპმენტი” საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე 15 წელია ოპერირებს და ჯერ კიდევ 2010 წელს, ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ინოვაციური მწვანე პრინციპი 80/20 დაამკვიდრა, რაც ნიშნავს რომ “ლისის” პროექტებში, ტერიტორიის 80% გამწვანებას ეთმობა და მხოლოდ დარჩენილ 20%-ზე არის განლაგებული შენობები.
კომპანიას სურს აღნიშნული სტანდარტი ამჯერად აჭარაში, ბუკნარის პროექტში დაამკვიდროს, რეგიონში, რომელსაც ყველაზე მეტად უხდება სიმწვანე. “ლისი დეველოპმენტი” არც ერთ პროექტში არ ღალატობს კომპანიის მთავარ იდეას, რომელიც კომფორტსა და დაბალანსებული ცხოვრებისთვის საჭირო ყველა პირობის შექმნაზე დგას. პროექტებს ერთიანი არქიტექტურა, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, ყველა ასაკის ადამიანისთვის საკმარისი სივრცეები გამოარჩევს. არქიტექტურა კი ლანდშაფტთან მაქსიმალურ ჰარმონიას ეფუძნება.
“ლისი დეველოპმენტის” მიზანი თანამედროვე სტილის და საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრებასთან ერთად, ეკოლოგიურად სუფთა გარემოს უზრუნველყოფაა. კომპანია განსაკუთრებით ზრუნავს ისეთი სივრცეების შექმნაზე, სადაც ყველა პირობაა იმისათვის რომ ადამიანებმა თავი ყოველდღე განსაკუთრებულად და უსაფრთხოდ იგრძნონ. “ლისი დეველოპმენტის” ახალი საკურორტო უბანიც ამის დასტურია. ბუკნარის სახით აჭარის რეგიონში იქმნება კომპლექსი, რომელიც ყველა საჭირო ელემენტს, იქნება ეს, ინფრასტრუქტურა, თუ ბუნება, ერთ სივრცეში მოაქცევს.