მარკო რუბიო საუდის არაბეთის პრინცს შეხვდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ს ქალაქ ჯიდაში ტახტის მემკვიდრე პრინცს და პრემიერ-მინისტრ მუჰამედ ბინ სალმან ალ საუდს შეხვდა, – ამის შესახებ რუბიო სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, მუჰამედ ბინ სალმან ალ საუდს მადლობა გადაუხადა იმის გამო, რომ საუდის არაბეთი უკრაინის საკითხზე შეხვედრებს მასპინძლობს.
„მქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრა ჯიდაში საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინც მუჰამედ ბინ სალმან ალ საუდთან და მადლობა გადავუხადე მას უკრაინის შესახებ ამ კვირის შეხვედრების მასპინძლობაში საუდის არაბეთის სტუმართმოყვარეობისთვის, რადგან ჩვენ ვცდილობთ მშვიდონას“, – წერს რუბიო. მ
მისივე თქმით, ასევე ვრცლად ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ -სა და საუდის არაბეთს საერთო ინტერესების წინ წაწევა და რეგიონში არსებული კონფლიქტების მოსაგვარებლად მუშაობის გაგრძელება.