დღეს აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტი „MEGOBARI აქტს“ განიხილავს

აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტი „MEGOBARI აქტს“ დღეს, 11 მარტს განიხილავს. შესაბამისი ინფორმაციას საგარეო საქმეთა კომიტეტის განრიგშია მითითებული.
ცნობისთვის, თავდაპირველად “MEGOBARI აქტი” -ს კონგრესის ქვედა პალატაში – წარმომადგენელთა პალატაში – იქნა წარდგენილი კონგრესმენი ჯო უილსონის (რესპუბლიკური პარტია) მიერ. ამ მომენტისთვის კანონპროექტს წარმომადგენელთა პალატაში 18 თანასპონსორი ჰყავს – 10 დემოკრატი და 8 რესპუბლიკელი.