სანქციების მიუხედავად რუსეთში $230 მილიონის 1300-ზე მეტი ძვირადღირებული ავტომობილი შევიდა

2022 წლის 15 მარტიდან, მას შემდეგ რაც ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთში ძვირად ღირებული მანქანების ექსპორტი აკრძალეს, ქვეყანაში სულ მცირე 1319 ძვირად ღირებული ავტომობილი შევიდა, რომელთა საერთო ღირებულება $229.6 მილიონია. ამის შესახებ რუსული ოპოზიციური გამოცემა „ვერსტკა“ წერს, ს ფედერაციის ფედერალური საბაჟო სამსახურის საიდუმლო მონაცემებზე დაყრდნობით.
„სანქციების დაწესებისთანავე, რუსეთში მანქანების იმპორტი რამდენჯერმე შემცირდა: 2022 წლის 9.5 თვეში რუსეთის საბაჟოზე თითო 100 ათას დოლარზე მეტი ღირებულების მინიმუმ 378-მა მანქანამ გაიარა.
თუმცა, 2023 წლის დასაწყისიდან მათი ნაკადი განახლდა – ოქტომბრის შუა რიცხვებამდე, ანუ, ასევე, 9.5 თვეში ქვეყანაში სულ მცირე 941 ასეთი ავტომობილი შემოვიდა“, – ნათქვამია ანგარიშში.
საერთო ჯამში, გამოცემამ დაითვალა 12 კომპანია, რომელთა 100 ათას დოლარზე მეტი ღირებულების მანქანებიც მოხვდა რუსეთში.
ყველაზე პოპულარული Land Rover-ის მანქანები აღმოჩნდა: სანქციების შემოღების შემდეგ, კომპანიის 551 ავტომობილი შევიდა რუსეთში. მეორე ადგილზეა Mercedes-Benz-ია 226 მანქანით, ხოლო მესამეზე Porsche, რომლის მანქანების რაოდენობაც 177-ია.
„ასევე, სანქციების 19 თვის განმავლობაში შემოვიდა მინიმუმ 104 BMW, 99 Audi, 97Toyota, 9 Cadillac, 7 Rolls-Royce, 6 Jeeps და 1 Maserati. გარდა ამისა, რუსეთში სულ მცირე 42 სუპერმანქანა შევიდა: 32 Lamborghini და 10 Ferrari.
ყველაზე ძვირად ღირებული იმპორტირებული მანქანა არის Ferrari 812 Competizione, რომელიც თითქმის 534 ათასი დოლარი ღირს“, – ნათქვამია „ვერსტკას“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მანქანები ძირითადად იმპორტირებული იყო მესამე ქვეყნებში მყოფი შუამავლების მეშვეობით. ყველაზე ხშირად ეს იყო კომპანიები დან, თურქეთიდან, არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან და ბელარუსიდან.