Sky News – ჩრდილოეთის ზღვაში ნავთობტანკერისა და სატვირთო გემის შეჯახების შემდეგ მაშველებმა ნაპირზე 37 მეზღვაური გამოიყვანეს

ჩრდილოეთის ზღვაში ნავთობტანკერისა და სატვირთო გემის შეჯახების შემდეგ მაშველებმა ნაპირზე 37 მეზღვაური გამოიყვანეს , – ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
Sky News-ის ცნობით, სულ, ორივე ხომალდზე 37 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 36 უსაფრთხოდ არის, ხოლო ერთი მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამასთან, გამოცემა წერს, რომ ტანკერს საავიაციო საწვავი გადაჰქონდა, რომელიც შეჯახებით გამოწვეული აფეთქების შედეგად ზღვაში ჩაიღვარა.
შეგახსენებთ, დღეს, ჩრდილოეთის ზღვაში, ინგლისის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროსთან ერთმანეთს ნავთობტანკერი Stena Immaculate-ი და სატვირთო გემი Solong-ი შეეჯახა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ლაპიაშვილი: ქართველების გადახდილი გადასახადებით, ანუ საბუჯეტო სახსრებით კონკრეტულად რას უპირებენ საქართველოს მომავალ თაობებს, უნდა დეტალურად თქვან. სხვა შემთხვევაში, ეჭვები “კეთილ სურვილებთან” უფრო გაღრმავდება