დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: დანია საჭიროების შემთხვევაში უკრაინაში სამშვიდობო ძალების გაგზავნისთვის მზად არის

“და­ნია სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში უკ­რა­ი­ნა­ში სამ­შვი­დო­ბო ძა­ლე­ბის გაგ­ზავ­ნის­თვის მზად არის”, – ამის შე­სა­ხებ და­ნი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, ლარს ლოკე რას­მუ­სენ­მა ად­გი­ლობ­რივ მე­დი­ას გა­ნუ­ცხა­და.

  • და­ნი­უ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, ქვეყ­ნის სა­გა­რეო და თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრე­ბი, ლარს ლოკე რას­მუ­სე­ნი და ტრო­ელს ლუნდ პო­ულ­სე­ნი პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის წევ­რებს შეხ­ვდნენ და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში უკ­რა­ი­ნა­ში სამ­შვი­დო­ბო­ე­ბის გაგ­ზავ­ნის შე­სა­ხებ მხარ­და­ჭე­რა მი­ი­ღეს.

“მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ჩვენ, ევ­რო­პამ სწო­რი სიგ­ნა­ლე­ბი გა­ვუგ­ზავ­ნოთ რო­გორც პუ­ტინს, ისე ვა­შინგტონს. სწო­რედ ეს არის ის, რა­საც დღეს ვა­კე­თებთ და ვა­ცხა­დებთ: „თუ ცე­ცხლის შე­წყვე­ტის ან სამ­შვი­დო­ბო შე­თან­ხმე­ბის მი­საღ­წე­ვად იქ ევ­რო­პე­ლე­ბის ყოფ­ნაა სა­ჭი­რო, მა­შინ პრინ­ციპ­ში და­ნია ამის­თვის მზად არის“, – გა­ნა­ცხა­და ლარს ლოკე რას­მუ­სენ­მა.

ამას­თან, და­ნი­ის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა, ტრო­ელს ლუნდ პო­ულ­სენ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით კონ­კრე­ტუ­ლი გეგ­მე­ბი არ არ­სე­ბობს.

“კონ­კრე­ტუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის აღე­ბის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ მიგ­ვი­ღია. ეს ბევრ რა­მე­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, იმა­ზე თუ რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი“, – აღ­ნიშ­ნა და­ნი­ის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა.