ლაშა ბაქრაძე – უაღრესად რთულ პერიოდში ვიმყოფებით, „პატის“ მდგომარეობაა – ჩვენ, პროტესტის მონაწილეებმა არ ვიცით, როგორ გამოიყურება მომავალი, მაგრამ არც ხელისუფლებამ იცის და შიშებში არიან

ჩვენ, პროტესტის მონაწილეებმა, არ ვიცით, როგორ გამოიყურება მომავალი, მაგრამ არ დაიჯეროთ, რომ ხელისუფლებამ იცის, მათაც არ იციან და საშინელ შიშებში არიან, – ამის შესახებ კოალიცია „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.
ლაშა ბაქრაძის მოსაზრებით, ხელისუფლებამ ისიც კი არ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები უახლოეს კვირებში.
„უზარმაზარი სამუშაოები ჩატარდა, „ქართული ოცნების“ პროპაგანდამ კარგად იმუშავა. როდესაც ამერიკაშიც კი ასეთი განწყობებია, ეს კიდევ უფრო ფრთებს ასხამს „ქართულ ოცნებას“. უაღრესად რთულ პერიოდში ვიმყოფებით. მინდა, რომ გულახდილად ვილაპარაკოთ ამაზე. გარკვეული „პატის“ მდგომარეობაა, რომელიც ჭადრაკშია ხოლმე. ჩვენ, პროტესტის მონაწილეებმა არ ვიცით, როგორ გამოიყურება მომავალი, მაგრამ არ დაიჯეროთ, რომ ხელისუფლებამ იცის. მათაც არ იციან და საშინელ შიშებში არიან. ვერცერთი ვერ ვდგამთ რაღაც გარკვეულ ნაბიჯს. შეიძლება ვთქვათ, რომ ისინი უკეთეს პირობებში არიან იმიტომ, რომ მიტაცებულ ხელისუფლებაში მაინც არიან. მათ ბევრად უფრო მეტი ბერკეტი აქვთ. უახლოეს კვირებში როგორ განვითარდება მოვლენები, სინამდვილეში ესეც კი არ იციან“, – განაცხადა ლაშა ბაქრაძემ.
ლაშა ბაქარაძის თქმით, „ქართული ოცნება“ დიქტატურისკენ მიდის, რადგან ყველა კანონი, რომელსაც ბოლო პერიოდში იღებს, თავისუფლების შემზღუდავია.
“„ქართული ოცნება“ იღებს კანონს განათლებასთან დაკავშირებით. ეს კანონი იქნება, როგორც ყველა კანონი, თავისუფლების შემზღუდავი. ყველა კანონი, რომელსაც „ქართული ოცნება“ იღებს, არის თავისუფლების შეზღუდვაზე. ეს დრაკონული კანონები მხოლოდ და მხოლოდ აწესებს სასჯელებს, ან აძლიერებს და უფრო მეტად მტკივნეულს ხდის სასჯელს. ფაქტობრივად, დიქტატურისაკენ მივდივართ. შეიძლება არიან ადამიანები, რომელთაც ეს დიქტატურა მოსწონთ, ც ძალიან უყვართ და გიჟდებიან, მაგრამ ვფიქრობ, ეს ქართული საზოგადოების მცირე ნაწილია, მაგრამ არის დიდი ნაწილი, რომელიც ფიქრობს, რომ მას ეს არ შეეხება და არიან ჩუმად“, – განაცხადა ლაშა ბაქრაძე.