შალვა პაპუაშვილი – საჯარო მოხელეებმა განსაკუთრებული მისია შეასრულეს ისტორიული გადაწყვეტილების მიღწევაში, ყოველი თქვენგანი არის საქართველოს მომავლის შემოქმედი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საჯარო მოხელეებს პროფესიულ დღეს ულოცავს.
როგორც პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, საჯარო მოხელეებმა განსაკუთრებული მისია შეასრულეს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით.
„მინდა, განსაკუთრებული პატივისცემით მოგმართოთ საქართველოს საჯარო მოხელეებს. დღეს თქვენი პროფესიული დღეა. ევროკავშირის კანდიდატად საქართველოს დასახელებამ მთელი ჩვენი ქვეყანა გაახარა. თქვენ განსაკუთრებული მისია შეასრულეთ ამ ისტორიული გადაწყვეტილების მიღწევაში. ამიტომ ხალხისა და პარლამენტისგან არა მარტო მილოცვას, არამედ დიდ და განსაკუთრებულ მადლობას იმსახურებთ. ჩვენი ევროპელი პარტნიორები განსაკუთრებული ხაზგასმით აღნიშნავენ საქართველოს საჯარო სამსახურის მაღალ პროფესიონალიზმსა და სამოქალაქო პასუხისმგებლობას. ყოველი თქვენგანი არის საქართველოს მომავლის შემოქმედი, ჩვენი ქვეყნის წინსვლის ავტორი და სამშობლოს პატრიოტი. კიდევ ერთხელ, მადლობას გიხდით და დიდ სამომავლო გამარჯვებებს გისურვებთ“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს