ბათუმის მერი საკრებულოს სხდომაზე პრეზენტაციის დროს რუსეთის რუკის გამოჩენის გამო ბოდიშს იხდის

ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, საკრებულოს სხდომაზე, პრეზენტაციის დროს რუსეთის რუკის გამოჩენის ფაქტს გამოეხმაურა. როგორც მან საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, ფაქტზე მუნიციპალიტეტის სხვა თანამშრომლებთან ერთად პასუხისმგებლობას იღებს.
არჩილ ჩიქოვანი მომხდარის გამო, საზოგადოებას ბოდიშს უხდის.
„ტექნიკურ ნაწილში ძალიან ცუდი შეცდომა მოუვიდა ტექნიკურ გუნდს. ბუნებრივია, არ იყო სასიამოვნო იმის ნახვა, რაც დავინახეთ.
როგორც მუნიციპალიტეტის ყველა თანამშრომელს, მეც მაქვს ჩემი პასუხისმგებლობა. მინდა საზოგადოებას, კოლეგებო თქვენ, ასევე მედიასაშუალებებს და ყველა იმ ადამიანს ვინც ეს შეცდომა იხილა, ბოდიში მოგიხადოთ.
არ ამართლებს ამ შეცდომას და ამ ფაქტს, მაგრამ, როდესაც არანორმირებულად გვიწევს მუშაობა, ხდება ხოლმე შეცდომები და საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვუხდი ბოდიშს”,- აღნიშნა არჩილ ჩიქოვანმა.
ცნობისთვის, ბათუმის მერის საკრებულოს წინაშე მოხსენებისას მონიტორზე რუსეთის რუკა გამოჩნდა, სადაც ევროკავშირის დროშა იყო დატანილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს