“აფხაზური ნაციონალობის აღდგენას” სოხუმში მხარი დაუჭირეს

აფხაზეთის საზოგადოებრივმა პალატამ დე ფაქტო პარლამენტში გამართა სხდომა და მხარი დაუჭირა 7 დეკემბერს მიღებულ კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს შეზღუდვების მოხსნას მათთვის, ვისაც აფხაზური ნაციონალობისა და გვარის აღდგენა სურს.
აფხაზეთის საზოგადოებრივმა პალატამ მიმართვა მიიღო, სადაც მიესალმა “დიდი ხნის წინ მომწიფებულ იდეას, რომელიც ახლი რეალიებისა და ქართულ-აფხაზური დაურეგულირებელი კონფლიქტის თანამედროვე პირობებში სადისკუსიო გახდა”.
პალატის წევრები აცხადებენ, რომ დარწმუნებული არიან, აღნიშნული საკანონმდებლო აქტი “გახდება იმპულსი ისტორიული სამართლიანობის აღდგენის საქმეში”.
აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა 2023 წლის 7 დეკემბერს კანონში მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების შესახებ მეორე და საბოლოო მოსმენით მიიღო ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს აფხაზური ნაციონალობისა და გვარების აღდგენას. ოფიციალური ცნობით, საუბარია “მოქალაქეობის არმქონე პირებზე, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ აფხაზეთის ტერიტორიაზე, არიან ეთნიკური აფხაზები, თუმცა მათმა წინაპრებმა XIX–XX ისტორიული მოვლენების შედეგად აფხაზური ნაციონალობა დაკარგეს”.
ასევე, მიღებული ცვლილებებით, აფხაზური გვარების აღდგენის უფლება ენიჭება არა მხოლოდ ეთნიკურ აფხაზებს, უცხო ქვეყნის მოქალაქეებსაც და მოქალაქეობის არმქონე პირებსაც.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია