“იარაღის კონდახი 5-ჯერ ჩაარტყა” – პოლიციას არასრულწლოვნები სასტიკად ცემაში ადანაშაულებენ

ხელჩართული ჩხუბი ქუთაისში – არასრულწლოვნები ამტკიცებენ, რომ ისინი პოლიციამ იარაღის კონდახით სცემა, შემდეგ კი მამასთან ერთად დააკავა.
ირკვევა, რომ დაპირისპირება თავდაპირველად სკოლის მოსწავლეებსა და პოლიციას შორის ჭავჭვაძის ქუჩაზე სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო.
მოზარდების დედა ამტკიცებს, რომ ბავშვებს პოლიციამ მძიმე დაზიანებები მიაყენა, მათ გასაშველებლად ჩასული მამა კი საბოლოოდ ციხეში აღმოჩნდა.
ჩხუბის დროს დაზიანდა საპატრულო პოლიციის ავტომობილიც.
ჩემი შვილები აფორთხიალეს მიწაზე, ფეხებით შეადგნენ. სახეზე მუხლი ჩააჭირეს, ბავშვს ლოყა ჩალურჯებული აქვს. 5 კოპი აქვს. სასწრაფოს რომ ვკითხე, რატომ არის ეს კოპები-თქო, თვითონ ბავშვმა იქვე საპატრულო თანამშრომლის თვალწინ თქვა, რომ ერთ-ერთმა თანამშრომელმა თავში მას იარაღის კონდახი 5-ჯერ ჩაარტყა და მართლაც ბავშვს 5 კოპი აქვს. ე.ი. არაადამიანური მოპყრობა, გარბის ბავშვი, მაინც იჭერენ, აგინებენ, ტენიან ძალით მანქანაში, აყენებენ შეურაცხყოფას, ემუქრებიან სიცოცხლის ხელყოფით. არვიცი, კატასტროფული მდგომარეობა იყო იქ”, – ამბობს დედა.
მხოლოდ ის არის დაზუსტებით ცნობილი, რომ დაკავებულია არასრულწლოვნების მამა და მას, სავარაუდოდ, პოლიციელების მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავებიან. დაკავებული არასრულწლოვნები კი გუშინ, გვიან ღამით გამოუშვეს.
,,ტვპირველი”

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – მათ იციან, რომ სწორედ “ნაციონალურ მოძრაობასთან” მარცხდებიან, ამიტომ გვიგზავნიან “ტიტუშკებს”, ვერ წარმოუდგენიათ, რომ რამდენიმე კვირაში ძალაუფლების სათავიდან სახლში მოუწევთ წასვლა, ეს არის მათი ღამის კოშმარი

ხატია დეკანოიძე – წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნების“ მხრიდან ძალადობრივი ქმედებები და ოპოზიციის მხარდამჭერების დაშინების მცდელობები განსაკუთრებით აქტიურდება, თუმცა ეს უშედეგოდ ჩაივლის – არავის ეშინია მათი

პეტრე ცისკარიშვილი – მათ იციან, რომ სწორედ “ნაციონალურ მოძრაობასთან” მარცხდებიან, ამიტომ გვიგზავიან “ტიტუშკებს”, ვერ წარმოუდგენიათ, რომ რამდენიმე კვირაში ძალაუფლების სათავიდან სახლში მოუწევთ წასვლა, ეს არის მათი ღამის კოშმარი