ბუქარესტში მღელვარებაა, ულტრამემარჯვენე კანდიდატი ჯორჯესკუ იბრძვის საარჩევნო აკრძალვის გასაუქმებლად

რუმინელი ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი, კალინ ჯორჯესკუ აცხადებს, რომ იბრძოლებს ხელახალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის, მას შემდეგ, რაც მისმა დისკვალიფიკაციამ შეტაკებები გამოიწვია მის ასობით მომხრესა და პოლიციას შორის.
ძალადობრივი შეტაკებების შემდეგ ბუქარესტში მღელვარებაა. ჯორჯესკუმ 10 მარტს თავის მომხრეებს სოციალური მედიით მოუწოდა მშვიდობიანობის შენარჩუნებისკენ. “ჩვენ ბოლომდე ვივლით ერთი და იმავე ღირებულებებისთვის, მშვიდობისთვის, დემოკრატიისთვის, თავისუფლებისთვის”, – ამბობს ჯორჯესკუ.
მას ადგილობრივი დროით 10 მარტის საღამოს 7 საათამდე აქვს დრო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის. ჯორჯესკუს დისკვალიფიკაცია დაეფუძნა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც გაუქმდა ნოემბერში ჩატარებული . იმ კენჭისყრის პირველ რაუნდში ჯორჯესკუმ გამარჯვება მოიპოვა.
რუმინეთის ოფიციალური პირების ინფორმაციით, შეტაკებებისას დაშავდა უსაფრთხოების ძალების 13 თანამშრომელი. დემონსტრანტებმა დაწვეს მანქანები, ჩაამსხვრიეს მაღაზიების ვიტრინები, ქვები დაუშინეს პოლიციას – რომელმაც საპასუხოდ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა და დემონსტრანტების ნაწილი დააკავა.
რუმინეთის სასამართლოს უმაღლესმა ინსტანციამ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები დეკემბერში, მეორე ტურის ჩატარებამდე ორი დღით ადრე გააუქმა, მიზეზად კი არჩევნებში ჯორჯესკუს სასარგებლოდ ს ჩარევა დაასახელა.
კალინ ჯორჯესკუს მიმართ ამჟამად სისხლის სამართლის ექვსი საქმე მიმდინარეობს, მათ შორის ლაპარაკია ფაშისტური ორგანიზაციის წევრობასა და კამპანიის დაფინანსების შესახებ არასწორი ინფორმაციის მიწოდებაზე. ის ყველა ბრალდებას უარყოფს.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირველი 100 დღე ცვლილებების „ძალიან სწრაფად“ განხორციელებას ეხებოდა, თუმცა მომდევნო 100 დღის განმავლობაში კონგრესმა და საერთაშორისო პარტნიორებმაც უნდა გადადგან ნაბიჯები

ზურაბ ჯაფარიძე – მოიყვანეს პოლიციელები, რომლებმაც ზღაპრები ილაპარაკეს – ჩვენ გვქონდა იმ დღის კადრები მოტანილი, სადაც ნათლად ჩანდა, რომ როდესაც მირიან ქავთარაძე გადიოდა, არც ანა და არც მირანდა არ ჩანდა

მირანდა ბაღათურია – რადგან საქმე მირიან ქავთარაძეს ეხება, პატიმრობის შუამდგომლობას ველოდი, მაგრამ როცა გააჟღერეს, რომ კრიმინალები ვართ, მაინც სახტად დავრჩი – მოსამართლემ 4000-ლარიანი ჯარიმით გამომიშვა იმისთვის, რაც არ ჩამიდენია