შალვა პაპუაშვილი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელ ხავიერ კოლომინას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, შალვა პაპუაშვილმა ხავიერ კოლომინას მადლობა გადაუხადა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისთვის.
ინფორმაციის თანახმად, მხარეებმა დადებითად შეაფასეს უკანასკნელი ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, რომელშიც ქართული მხარე შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით იღებდა მონაწილეობას. შეხვედრაზე, ასევე, ხაზი გაესვა შემდგომი მაღალი დონის გაცვლებისა და ვიზიტების მნიშვნელობას.
„ხავიერ კოლომინამ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მიულოცა. მისი თქმით, ნატო და ევროკავშირი ერთი მედლის ორი მხარეა და ორივეა მნიშვნელოვანი ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. მან ხაზი გაუსვა ევროკავშირის 9 პრიორიტეტის წარმატებით შესრულების მნიშვნელობას. მისი შეფასებით, ნატო-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები მაღალ ნიშნულზეა და ახლა განსაკუთრებული მომენტია ამ ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს გეგმებზე ევროკავშირის 9 პრიორიტეტის განხორციელებასთან დაკავშირებით და, ასევე, ყურადღება გაამახვილეს საქართველოში დაგეგმილ 2024 წლის არჩევნებზე.
შეხვედრაში, აგრეთვე, მონაწილეობა მიიღეს ნატოში საქართველოს ელჩმა, ვიქტორ დოლიძემ და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაიამ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს