დიმიტრი პესკოვი – რუსეთი და აშშ ურთიერთობების აღდგენის საწყის ეტაპზე არიან

რუსეთი და შეერთებული შტატები ორმხრივი ურთიერთობების აღდგენის გზის საწყის ეტაპზე არიან, ეს გზა გრძელი იქნება, – ამის შესახებ ს პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ჩვენ ორმხრივი ურთიერთობების აღდგენის გზის საწყის ეტაპზე ვართ. წინ საკმაოდ გრძელი და რთული გზაა, მაგრამ ამ მიმართულებით პოლიტიკური ნება ორმა პრეზიდენტმა გამოთქვა“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
ამასთან, მან -სა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის კონტაქტების შესახებ დასმულ შეკითხვასაც უპასუხა და განაცხადა, რომ დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა ტრამპის მეორე ვადით გაპრეზიდენტების შემდეგ მხოლოდ ერთხელ ისაუბრეს, მაგრამ ეს საუბარი საკმაოდ კონსტრუქციული იყო იმისთვის, რომ დიალოგი გაგრძელდეს და პრობლემები გადაიჭრას.

ასევე დაგაინტერესებთ

ონისე ცხადაძის დედა, ია ბარდაველიძე: მას შემდეგ რაც ჩემი მეუღლე გარდაიცვალა, პირველად მეძლევა მომენტი რომ ჩემი უპირობო მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოვუცხადო პედაგოგს და სინდისის პატიმარს ნინო დათაშვილს!