ცოლის ღალატი 13-წლიანი ქორწინების შემდეგ? – El Periodico ტერ შტეგენის მეუღლესთან განქორწინების მიზეზზე წერს

“ბარსელონას” მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა რამდენიმე დღის წინ გვაუწყა, რომ 13-წლიანი ქორწინების შემდეგ მეუღლე დანიელას შორდება.
წყვილის განქორწინების მიზეზი ოფიციალურად არ დასახელებულა, მაგრამ El Periodico-ის ჟურნალისტის ლორენა ვასკესის ცნობით, გამოცდილ კიპერს მეუღლემ პერსონალურ ფიტნეს მწვრთნელთან უღალატა.
ტერ შტეგენი უკვე რამდენიმე დღეა საცხოვრებლად სასტუმროშია გადასული და ამის მიზეზად ის დაასახელა, რომ სახლში რემონტი აქვს. მან სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტი გამოაქვეყნა:
“ყველას მოგესალმებით. ბევრი ფიქრის შემდეგ მე და დანიელამ გადავწყვიტეთ, რომ ცხოვრება ცალ-ცალკე გაგვეგრძელებინა.
ეს იოლი არ იყო, მაგრა, ვფიქრობთ, რომ ეს ამ ეტაპზე საუკეთესო ნაბიჯია.
ჩვენ ვრჩებით ორიენტირებულნი, რომ მივცეთ ჩვენს შვილებს მოსიყვარულე და სტაბილური გარემო. ერთმანეთს, როგორც ყოველთვის, პატივისცემითა და მადლიერებით მოვეპყრობით.
ვითხოვთ გაგებას და პატივისცემას ჩვენი, განსაკუთრებით ჩვენი შვილების კონფიდენციალურობის მიმართ”, – დაწერა ტერ შტეგენმა.
ინფორმაციისთვის, “ბარსელონას” მეკარესა და მის მეუღლეს ორი შვილი აკავშირებთ.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში