დებიუტი პროფესიონალურ დონეზე – ბუფონის შვილს რამდენიმე წუთი დაუთმეს და ჩეხეთის ნაკრებში ელიან

ლეგენდარული იტალიელი მეკარის ჯანლუიჯი ბუფონის შვილმა ლუისმა, რომელიც პოზიციით თავდამსხმელია, პროფესიონალურ დონეზე 17 წლის ასაკში პირველი შეხვედრა ჩაატარა.
მისი “პიზა” იტალიის სერია B-ს 29-ე ტურში გასვლაზე “სპეციასთან” 2:3 დამარცხდა, გუნდის მწვრთნელმა ფილიპო ინძაგიმ კი უმცროს ბუფონს ბოლო 7 წუთი დაუთმო.
ლუის ბუფონის დედა და შესაბამისად, ჯიჯის ყოფილი ცოლი ალიონა სერედოვა ჩეხია და უმცროს ბუფონს ჩეხეთის 18-წლამდელთა ნაკრებში უხმეს. ის “პიზას” საფეხბურთო სკოლის აღზრდილია, მისი გუნდი კი ჩემპიონატში მეორე ადგილზეა და სერია A-ში გადასასვლელად იბრძვის.