USAID-ის პროგრამების 83% ოფიციალურად გაუქმებულია – ამერიკის სახელმწიფო მდივანი

-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ამერიკის მთავრობამ USAID-ის პროგრამების დაახლოებით 83% ოფიციალურად გააუქმა.
„ექვსკვირიანი დაკვირვების შემდეგ ჩვენ USAID-ის პროგრამების 83%-ს ოფიციალურად ვაჩერებთ. 5 200 კონტრაქტზე, რომელიც ჩვენ გავაუქმეთ, დაიხარჯა ათობით მილიარდი დოლარი იმ საშუალებებით, რომელიც არ ემსახურებოდა (ხოლო რიგ შემთხვევაში ეწინააღმდეგებოდა) შეერთებული შტატების ძირითად ეროვნულ ინტერესებს“, – დაწერა რუბიომ.
მისი თქმით, კონგრესთან შეთანხმების შედეგად ორგანიზაციის პროგრამების დარჩენილი ნაწილის ეფექტური ადმინისტრირება სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მოხდება.
რუბიომ მადლობა გადაუხადა ამერიკის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტს და სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებს გაწეული სამუშაოსთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი: ბიძინა ივანიშვილზე და „ქართული“ ოცნების რიგით ჯარისკაცებზე ზეწოლისა და შანტაჟის მიუხედავად, ჩვენ არავის მივეცით უფლება, საქართველო გამოეყენებინათ პროქსი სახელმწიფოდ, როგორც სამწუხაროდ, გამოიყენეს უკრაინა