პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე, თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილისთვის სტატუსის შეჩერებას ეხმაურება და წერს:
ჯერ ხომ 5000 ლარიანი ჯარიმებითა და ფულით შეეჯიბრნენ სტუდენტებს, ახლა სტატუსიც შეუწყვიტეს.
ასეთ უღირს საქციელს, ცემა სჯობს!
ამ ხალხის სახელები და გვარები დაიდოს!
თეატრალური უნივერსიტეტის ეთიკის მუდმივმოქმედი კომისიის დებულების მიხედვით, კომისია 7 წევრისგან შედგება, რომლებიც გადანაწილებულნი არიან შემდეგი პრინციპით: უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე; უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე; უნივერსიტეტის იურისტი; წარმომადგენელი დრამის ფაკულტეტიდან; წარმომადგენელი კინო-ტელე ფაკულტეტიდან; წარმომადგენელი სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტიდან; წარმომადგენელი უნივერსიტეტის თვითმმართველობიდან;
