არ მიკვირს ოპოზიციისგან დეპრესიული განცხადებები, რომ არმაგედონი გვემუქრება, თვითმმართველობის არჩევნებში თუ მიიღებენ მონაწილეობას, გამოჩნდება, რა მხარდაჭერა აქვთ

არ მიკვირს ოპოზიციისგან დეპრესიული განცხადებები, რომ არმაგედონი გვემუქრება, თვითმმართველობის არჩევნებში თუ მიიღებენ მონაწილეობას, გამოჩნდება, რა მხარდაჭერა აქვთ
პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან დეპრესიული განცხადებები არ უკვირს, რადგან არ იმუშავა მათმა მცდელობამ, ქვეყნის შიგნით, თუ გარეთ გაეჩინათ კითხვები არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით და დღეს ყველა ინსტრუმენტი ხელიდან ეცლებათ.
მახაშვილმა კომენტარი გააკეთა „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის პოსტზე, სადაც ჯაფარიძე აღნიშნავს: „დროის გასვლასთან ერთად, ქვეყანაში დარჩება ბრძოლის სულ უფრო ნაკლები რესურსი, დრო ჩვენზე არ მუშაობს და ამიტომ რუსთაველი ყოველდღე არის უმნიშვნელოვანესი“.
„ეს განცხადება არ მინახავს, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. რამდენიმეთვიანი მცდელობის მიუხედავად, შიგნით, თუ გარეთ გაეჩინათ კითხვები არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით, ფაქტია, რომ ამან არ იმუშავა და დარჩათ მხოლოდ რამდენიმე სახელმწიფოღა, რომლის უკან კიდევ ერთხელ დგანან ის ძალები, რომლებიც თავის დროზე, ბაიდენის ადმინისტრაციასთან ერთად, ამ ქსელის მონაწილე იყვნენ. მათი რამდენიმე ხელისუფლების გარდა, აღარ დარჩა რეალური რესურსი და ფაქტია, იმასაც ვხედავთ, რომ ყოველდღიურად ეცლებათ ყველა ის ინსტრუმენტი, რაც მანამდე ჰქონდათ. ამიტომ არ მიკვირს ეს განცხადებები, ერთგვარი დეპრესიული განცხადებები, რომ აგერ არმაგედონი გვემუქრება.
საბოლოო ჯამში, ჩვენი აზრით, მაინც ყველაფრის პასუხი იქნება, თუ ისინი მიიღებენ მონაწილეობას ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე და რეალურად გამოჩნდება საზოგადოებაში, მათ რა მხარდაჭერა აქვთ. ბევრი მოვისმინეთ ხმამაღალი, ბრტყელ-ბრტყელი განცხადებები საზოგადოების მხარდაჭერაზე და ა.შ. თუ ვინმეს აქვს პრეტენზია საქართველოში, რომ პოლიტიკაში წარმოადგენს რაიმეს და წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობის რომელიმე სეგმენტის ინტერესს, ყველაფერზე ლეგიტიმური პასუხი იქნება არჩევნებში მონაწილეობა და ამით დანახვება მოსახლეობისთვისაც, რომ ისინი რეალურად წარმოადგენენ მათ ინტერესებს“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – ძალიან მნიშვნელოვანია, ყველაფერი მოწესრიგდეს ქვეყანაში, მათ შორის ელექტროენერგიის მოხმარება მესტიის მუნიციპალიტეტში, უნდა დამკვიდრდეს სწორ პრინციპებზე დაფუძნებული მოხმარების სისტემა, ამას უზრუნველყოფს გამრიცხველიანება, რაც დაიწყება უახლოეს მომავალში

ირაკლი კობახიძე – ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, აშკარად აჭრილია ბატონი ფიშერი, საუბრობს ჩვენს მეგობარ ქვეყნებსა და ხალხებზე და, საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ მათ რაღაცნაირად უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებს, ეს არანაირ დადებით და სერიოზულ შეფასებას არ იმსახურებს

ირაკლი კობახიძე – რაც გააფუჭა უსამართლობამ, ის შეიძლება, გაასწოროს მხოლოდ სამართლიანმა მიდგომამ, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულმა ურთიერთობებმა, ეს არის ჩვენი მოწოდება ამერიკელი კოლეგების მიმართ

პრემიერი – აშშ-ის წინა ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ოპოზიციას არ ესარგებლა საკუთარი მანდატებით, მოხარულები ვართ, რომ ახალი ადმინისტრაციის მიდგომა არის განსხვავებული, ზოგადად, ყველა პარტიამ პატივი უნდა სცეს საკუთარი ამომრჩევლის მიერ მიკუთვნებულ მანდატს