გიორგი ბარამიძე თვითმმართველობის არჩევნებზე – დღეს ვერანაირ აზრს ვერ ვხედავ, რომ ასეთ ვითარებაში რაიმე არჩევნებზე იყოს საუბარი – ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს და ნორმალური, ცივილიზებული და სამართლიანი არჩევნები უნდა ჩატარდეს

კარგად ვიცით, რა რეჟიმი აქვს შექმნილი ამ მოღალატეობრივ – კრიმინალურ ბანდას. არჩევნებს კი არა, არამედ სუს-ის, პროკურატურის, პოლიციის და კრიმინალური სამყაროს მონაწილეობით სპეცოპერაციას ატარებს – აქედან გამომდინარე, დღეს ვერანაირ აზრს ვერ ვხედავ, რომ ასეთ ვითარებაში რაიმე არჩევნებზე იყოს საუბარი, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბარამიძემ თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მოქმედი ხელისუფლება უნდა წავიდეს და ქვეყანაში ნორმალური, ცივილიზებული და სამართლიანი უნდა ჩატარდეს
„კარგად ვიცით, რა რეჟიმი აქვს შექმნილი ამ მოღალატეობრივ-კრიმინალურ ბანდას. არჩევნებს კი არა, არამედ სუს-ის, პროკურატურის, პოლიციის და კრიმინალური სამყაროს მონაწილეობით სპეცოპერაციას ატარებს. აქ ჩართულია მოსყიდვა, დაშინება, ადამიანებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევა და სხვა მანიპულაციების მექანიზმები. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, დღეს ვერანაირ აზრს ვერ ვხედავ, რომ ასეთ ვითარებაში რაიმე არჩევნებზე იყოს საუბარი. ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს და ქვეყანაში ნორმალური, ცივილიზებული და სამართლიანი არჩევნები უნდა ჩატარდეს“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მირანდა ბაღათურია – რადგან საქმე მირიან ქავთარაძეს ეხება, პატიმრობის შუამდგომლობას ველოდი, მაგრამ როცა გააჟღერეს, რომ კრიმინალები ვართ, მაინც სახტად დავრჩი – მოსამართლემ 4000-ლარიანი ჯარიმით გამომიშვა იმისთვის, რაც არ ჩამიდენია

ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირველი 100 დღე ცვლილებების „ძალიან სწრაფად“ განხორციელებას ეხებოდა, თუმცა მომდევნო 100 დღის განმავლობაში კონგრესმა და საერთაშორისო პარტნიორებმაც უნდა გადადგან ნაბიჯები

ზურაბ ჯაფარიძე – მოიყვანეს პოლიციელები, რომლებმაც ზღაპრები ილაპარაკეს – ჩვენ გვქონდა იმ დღის კადრები მოტანილი, სადაც ნათლად ჩანდა, რომ როდესაც მირიან ქავთარაძე გადიოდა, არც ანა და არც მირანდა არ ჩანდა