საქართველო 2:0 რუმინეთი

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა რუმინეთთან პირველი ამხანაგური შეხვედრა გამართა. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარებული მატჩი ჩვენი გუნდის გამარჯვებით დასრულდა – 2:0.
ავთანდილ ასათიანის გუნდმა მეტოქე შოთა თოფურიას და გიორგი ჩიმაკაძის გოლებით დაამარცხა. პირველი ტაიმის საწყის წუთებზე მოპოვებული უპირატესობა საქართველოს ნაკრებმა მატჩის ბოლომდე შეინარჩუნა.
საქართველო – რუმინეთის მეორე ამხანაგური მატჩი 11 მარტს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, 19:00 საათზე გაიმართება. მატჩზე დასწრება თავისუფალია. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.
nakrebi.ge

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში