მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა – “ლიონმა” “ნიცას” მოუგო

ლიგა 1-ის 25-ე ტურში „ლიონმა“ გასვლაზე „ნიცას“ 2:0 სძლია.
ორივე გუნდის მწვრთნელი – ფრანკ ეზი და პაულო ფონსეკა დისკვალიფიცირებული არიან და ტრიბუნაზე მათი გულთბილი შეხვედრა შედგა. ფონსეკამ გიორგი მიქაუტაძე 77-ე წუთზე ალეკსანდრ ლაკაზეტის ნაცვლად შეუშვა შეცვლაზე, რის შემდეგაც ასევე შეცვლაზე შესულმა რაიან შერკიმ და ერნესტ ნუამამ დალაშქრეს მარცინ ბულკას კარი. მიქაუტაძესაც მიეცა შანსი, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია.
გიორგის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore 6.8, whoscored 6.4, flashscore 6.3.
„ლიონი“ 42 ქულით მეექვსე ადგილზეა და მომდევნო მატჩს 14 მარტს,
ევროპა ლიგაზე სახლში „სტიაუასთან“ გამართავს.
ნიცა – ლიონი 0:2
გოლები: 0:1 შერკი (78), 0:2 ნუამა 83)

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში