რუმინეთის საარჩევნო კომისიამ ულტრამემარჯვენე კალინ ჯორჯესკუს არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა

ულტრამემარჯვენე და პრორუსი პოლიტიკოსი კალინ ჯორჯესკუ ვერ მიიღებს მონაწილეობას მაისში გასამართ ხელახალ საპრეზიდენტო არჩევნებში. ეს გადაწყვეტილება 9 მარტს გამოაცხადა რუმინეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ.
გადაწყვეტილება, რომელიც ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერებმა არადემოკრატიულად შეაფასეს, საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას ექვემდებარება.
ჯორჯესკუს ათეულობით მხარდამჭერი დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან შეიკრიბა და უსაფრთხოების კორდონის გარღვევაც სცადა, თუმცა უშედეგოდ.
ჯორჯესკუმ ხელახალი საპრეზიდენტო სთვის თავისი კანდიდატურა პარასკევს, 7 მარტს შეიტანა, მაგრამ უკვე არსებობდა ეჭვი, რომ მას კენჭისყრის უფლებას არ მისცემდნენ.
რუმინეთის სასამართლოს უმაღლესმა ინსტანციამ საპრეზიდენტო ს პირველი ტურის შედეგები დეკემბერში, მეორე ტურის ჩატარებამდე ორი დღით ადრე გააუქმა, მიზეზად კი არჩევნებში ჯორჯესკუს სასარგებლოდ ს ჩარევა დაასახელა.
ნოემბერში გამართულ აწ უკვე გაუქმებულ პირველ ტურში ჯორჯესკუ მოულოდნელად პირველ ადგილზე გავიდა და მეორე ტურში პროევროპელ კანდიდატს, ელენა ლასკონის, უნდა დაჰპირისპირებოდა.
კალინ ჯორჯესკუს მიმართ ამჟამად სისხლის სამართლის ექვსი საქმე მიმდინარეობს, მათ შორის ლაპარაკია ფაშისტური ორგანიზაციის წევრობაზე და კამპანიის დაფინანსების შესახებ არასწორი ინფორმაციის მიწოდებაზე. ის ყველა ბრალდებას უარყოფს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ქვეყანაში გვაქვს სტაბილურობა, მომდევნო სამი წელი არჩევნები არ იქნება და შეგვიძლია, სრულად ქვეყნის განვითარებაზე ვიყოთ კონცენტრირებული – მიუხედავად ყველა ტურბულენტობისა, ეკონომიკური განვითარების მაღალი ტემპი ვაჩვენეთ

ირაკლი კობახიძე – 2022 წლიდან ხელოვნურ გამოწვევებს ვაწყდებოდით ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, საბოლოოდ, არათუ საქართველომ შეაჩერა რამე, არამედ ევროპულმა ბიუროკრატიამ გადაწყვიტა ჩვენი ევროინტეგრაციის გარკვეული დროით შეჩერება