ოკუპირებულ აფხაზეთში „აფხაზური ეროვნების აღდგენის შესახებ კანონს“ მხარი დაუჭირეს

ოკუპირებული აფხაზეთის საზოგადოებრივი პალატის წევრებმა მხარი დაუჭირეს „სამოქალაქო მდგომარეობის აქტების შესახებ“ კანონში ე.წ. ცვლილებებს, რომელიც „აფხაზური ეროვნების აღდგენის“ უფლებას ითვალისწინებს.
ინფორმაციას Apsnypress-ი ავრცელებს.
ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო სტრუქტურა აცხადებს, რომ ამ ცვლილებების მიღება „დიდი ხნის დაგვიანებულია“.
„აფხაზეთის რესპუბლიკის საზოგადოებრივი პალატის წევრები დარწმუნებულნი არიან, რომ ეს საკანონმდებლო აქტი გახდება სტიმული ისტორიული სამართლიანობის აღდგენისა და შესაძლებლობას მისცემს აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ პირებს, რომლებიც არიან ეთნიკურად აფხაზები და იმ პირთა პირდაპირი შთამომავლები, რომლებმაც XIX–XX საუკუნეების ტრაგიკული მოვლენების შედეგად დაკარგეს აფხაზური ეროვნება, აფხაზური ეროვნება და გვარი აღიდგინონ“, – აღნიშნულია ე.წ. საზოგადოებრივი პალატის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ე.წ „კანონი“ აფხაზეთის დე ფაქტო „პარლამენტმა“ 7 დეკემბერს მიიღო. კანონში შეტანილი ცვლილებების წინააღმდეგი იყო სამოქალაქო სექტორის ნაწილი და ოკუპირებული რეგიონის „ოპოზიცია“. ე.წ. „ოპოზიცია“ ცვლილებებს ოკუპირებული რეგიონის „დამოუკიდებლობისთვის“ საზიანოდ მიიჩნევს, რადგან თვლის, რომ ეს გალის რაიონის მცხოვრებლებს საშუალებას მისცემს, ე.წ. „აფხაზეთის მოქალაქეობა“ მასობრივად მიიღონ.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)