პარლამენტთან შეკრებილ მომიტინგეებს მარშის – „ქალები რეჟიმის წინააღმდეგ“, მონაწილეები შეუერთდნენ – მათ პერფორმანსი მოაწყვეს და სიმბოლურად ადგილზე მიტანილი გისოსები დაწვეს

საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილ მომიტინგეებს რესპუბლიკის მოედნიდან გამართული მარშის – „ქალები რეჟიმის წინააღმდეგ“, მონაწილეები შეუერთდნენ.
მათ ხელში სხვადასხვა შინაარსის ბანერები უჭირავთ, მათ შორის ბანერი წარწერით: „მადლობა გმირი შვილების დედებს”.
მარშის მონაწილეებმა პარლამენტთან პერფორმანსიც მოაწყვეს და სიმბოლურად ადგილზე მიტანილი გისოსები დაწვეს.
პარალელურად, სკანდირებდნენ: “ყველგან მილიცია, არსად სამართალი”, “ხალხი ითხოვს სამართალს”; „გეშინოდეთ ხალხის ძალის”.
პარლამენტთან აქციების მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.
პროტესტის 101-ე დღესაც მომიტინგეების მოთხოვნა უცვლელია: დაინიშნოს ახალი და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.

ასევე დაგაინტერესებთ

რობინ დანიგანი – „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ გამომიგზავნა ტრამპის ადმინისტრაციისთვის პირადი წერილი, რომელიც იყო მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და უკიდურესად ცუდად იყო მიღებული ვაშინგტონში

მიხეილ სააკაშვილი – საზოგადოების აქტიურმა ნაწილმა უნდა აიღოს ხელში ინიციატივა და შეწყვიტოს ერთი და იგივე წრეზე სიარული – ლიდერების დეფიციტის პირობებში, თვითორგანიზებაა ერთადერთი სწორი გამოსავალი