ბაჩო ქაჯაია – რეპრესიული ზომები და ფორმები კიდევ უფრო მკაცრდება, რაც ხაზს უსვამს იმას, რომ ეს პროტესტი მუშაობს ჩვენს სასარგებლოდ და „ქართული ოცნების” საწინააღმდეგოდ

რეპრესიული ზომები და ფორმები იცვლება და კიდევ უფრო მკაცრდება, რაც ხაზს უსვამს იმას, რომ ეს პროტესტი მუშაობს ჩვენს სასარგებლოდ და “ქართული ოცნების” საწინააღმდეგოდ, – ამის შესახებ მსახიობმა ბაჩო ქაჯაიამ “ინტერპრესნიუსს” რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განუცხადა.
მისი თქმით, პროტესტს უკვე აქვს შედეგი, რაც “ქართული ოცნების” ხელისუფლების არაღიარებაა.
„ვფიქრობ, რომ უკვე მოტანილია ის შედეგი, რაც შეიძლებოდა რომ ამ პერიოდში მიგვეღო: ჩვენ გვაქვს ამ ე.წ. ხელისუფლების არაღიარება ქვეყნის შიგნით და გარეთ. კრიზისი თვალნათელია, ყველა ვხედავთ ამ კრიზისის შედეგებს. რეპრესიული ზომები, ფორმებიც იცვლება და კიდევ უფრო მკაცრდება, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ეს პროტესტი მუშაობს და მუშაობს ჩვენს სასარგებლოდ და „ქართული ოცნების” საწინააღმდეგოდ. ჩვენ, პირველი და რაც ყველაზე მთავარია: ვერ დავტოვებთ ჩვენს მეგობრებს, თანამებრძოლებს, უსამართლოდ დაპატიმრებულ ადამიანებს ციხეში და მეორე: ჩვენს ევროპულ მომავალს ვერ დავთმობთ, რომელსაც ცდილობენ, რომ წაგვართვან. ასე რომ, ჩვენ ვიდგებით იქამდე, სანამ ამ ორ ძირითად მოთხოვნას არ დააკმაყოფილებენ. ეს არის ხელახალი და უკანონო პატიმრების გათავისუფლება”, – განაცხადა ბაჩო ქაჯაიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

რობინ დანიგანი – „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ გამომიგზავნა ტრამპის ადმინისტრაციისთვის პირადი წერილი, რომელიც იყო მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და უკიდურესად ცუდად იყო მიღებული ვაშინგტონში

მიხეილ სააკაშვილი – საზოგადოების აქტიურმა ნაწილმა უნდა აიღოს ხელში ინიციატივა და შეწყვიტოს ერთი და იგივე წრეზე სიარული – ლიდერების დეფიციტის პირობებში, თვითორგანიზებაა ერთადერთი სწორი გამოსავალი