უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო პოლონეთის მთავრობას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმების სავარაუდო შეფერხებაში ადანაშაულებს.
უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მსოფლიოს აბსოლუტურ უმრავლესობას, შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით და უნგრეთის ჩათვლით, სურს მშვიდობა, ხოლო ევროკავშირის ოცდაექვსმა წევრმა ქვეყანამ, მათ შორის პოლონეთმა, ხუთშაბათს ხმა მისცა ომის გაგრძელებას.
„გვიკითხავენ ლექციებს, თუ რა არის ევროპის ინტერესებში. ისინი ფიქრობენ, რომ ეს არის ომის გაგრძელება, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მშვიდობაა. ისინი ფიქრობენ, რომ ეს არის ხოცვა და ნგრევა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის მშვიდობის დამყარება. ახლა არსებობს მშვიდობის რეალური შანსი, დონალდ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევა, შეიძლება, წარმატებული იყოს. სირცხვილია, რომ პოლონეთის მთავრობა, ბრიუსელთან ერთად, ცდილობს სამშვიდობო მოლაპარაკებების დაბლოკვას“, – აღნიშნა სიიარტომ.
წყარო: 1tv.ge
