პრემიერ-მინისტრმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს საახალწლო მიღებაზე უმასპინძლა

პრემიერ-მინისტრმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, საახალწლო მიღებაზე მეუღლესთან, ნუნუკა თამაზაშვილთან ერთად უმასპინძლა.
ირაკლი ღარიბაშვილმა დიპლომატებს დამდეგი დღესასწაული მიულოცა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
საზეიმო მიღებაზე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი პარტნიორებს საარჩევნო კამპანიაში ჩარევისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ უცხოური პროპაგანდა არ შეიძლება ჩაითვალოს თავისუფალი საარჩევნო გარემოს წინაპირობად