“ამჟამად ქოცები ისტერიულად ცდილობენ ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან დიალოგში შესვლას და მათ ბატონზე და მის მონებზე ამერიკის სანქციების (რომლებიც არავის გაუუქმებია) მოხსნას. ამგვარ სცენარს, რასაკვირველია, პროტესტზე ძალიან ნეგატიური გავლენა ექნება. ეს მათ არ გამოუვათ, თუმცა თუ რატომ სხვა საკითხია.
საპროტესტო მოძრაობას და მათ შორის და პირველ რიგში რეჟიმის ტყვეებს მსოფლიოს ყველაზე დიდი, ყველაზე ძლიერი და ყველაზე ძველი დემოკრატიული ქვეყანა გვჭირდება ჩვენს და არა ქოცების მხარეს. მოცემულობაა ისიც რომ იმ ქვეყნის დემოკრატიულად არჩეული ხელმძღვანელობა არის ის ვინც არის და ამ მოცემულობიდან გამოდიან ჩვენ კი არა აგერ დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი.
სწორედ ამიტომ, მიმდინარე ისტერიკა არის სრულიად კონტრპროდუქტიული და საჭიროებს ფოკუსის გასწორებას. რა თქმა უნდა რთული ვითარებაა, რა თქმა უნდა ბევრი ცუდი მოხდა და ითქვა და არ ვიცით რა მოხდება მაგრამ ეს ისტერიკა ქოცებს ეხმარება ვითარების საკუთარი ნარატივით დასპინვაში. რეჟიმის სტრატეგიული ამოცანის მიღწევაში დახმარება არაა ხომ კარგი აზრი? აბა რატომ ვეხმარებით?
კიდევ ერთხელ: ვინც არ უნდა იყოს ამერიკის პრეზიდენტი მისი პუტინთან შედარება ფუნდამენტურად მცდარი და ჩვენი პროტესტის დამაზინებელია.
ამ ინფანტილიზმის ორი მაგალითი: მინერალების შეთანხმებაზე ხელის არმოწერის ზელენსკის „მაგრად დადგომად“ გამოცხადება მაშინ როცა შეთანხმება თავად ზელენსკის სრულიად სწორი იდეაა ამ რთულ ვითარებაში (იმედია მალე მოეწერება ხელი).
თავდაცვის სფეროში ევროპის ავტონომიურობის უკვე შემდგარ ფაქტად გამოცხადება მაშინ როცა იგივე დიდი ბრიტანეთის პრემიერი თავად აცხადებს რომ ამერიკის მონაწილეობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
ბუნებრივია, ტრამპის პოლიტიკური ოპონენტები ამერიკის შიდა პოლიტიკურ ბრძოლაში მას თავიანთი გადასახედიდან სრულიად ლეგიტიმურად და, ხშირად, ძალიან აგრესიულად ესხმიან თავს. ოღონდ ამერიკის შიდა პოლიტიკური ბრძოლის ჩვენს დისკურსში გადმოტანა და პროეცირება არასწორი და ჩვენი საზოგადოებისთვის დამაბნეველია. ამერიკა მიხედავს თავს, რამენაირად.
კიდევ ერთხელ: ჩვენი ამოცანაა გავაგრძელოთ რეჟიმზე წნეხის ზრდა. ყველა შანსია არ მოხდეს ვაშინგტონში არა მხოლოდ ქოცების მიერ „დალაგება“ არამედ პირიქით, მოხდეს ქოცებზე წნეხის გაფართოება. ამ მხრივ, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება აზერბაიჯანში მედიის თავისუფლებაზე ამ მხრივ ძალიან იმედის მომცემია.
ტრამპის გუშინდელი განცხადება რუსეთზე ფართე სანქციების შესაძლებლობის შესახებ და სტარმერ-მაკრონ-ზელენსკის მომავალი ვიზიტი ასევე დამაიმედებელია. თავად პრეზიდენტი მაკრონი ამბობს რომ ამ ეს ორომტრიალი შესაძლებლობებსაც აჩენს.
ჩვენს ბრძოლას ჭირდება რეჟიმზე წნეხის ზრდა და არა მისი შემცირება. ესაა როგორც საქართველოს, ასევე, სხვათაშორის, უკრაინის ინტერესიც,” – წერს სოციალურ ქსელში „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ პროექტების მენეჯერი, გიორგი კანდელაკი.