როგორ აძლიერებს ევროკავშირი ქალებს

ევროკავშირი გვერდში უდგას საქართველოს ქალებს, მხარს უჭერს მათ ეკონომიკურ გაძლიერებას, პოლიტიკაში მონაწილეობას და გენდერული ძალადობისგან დაცვას. ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, საქართველოს ქალთა კონგრესმა შეკრიბა ცვლილებების შემქმნელები მთელი საქართველოდან, რათა განეხილათ ქალების როლი პოლიტიკაში, ადამიანის უფლებები, ეკონომიკური გაძლიერება და უსაფრთხოება – საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის გადამწყვეტ მომენტში.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ ზანე რუნგულემ, ხაზი გაუსვა ქალთა არსებით როლს საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზის ფორმირებაში.
„მთელი ისტორიის განმავლობაში ქალები საქართველოს პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური მიღწევების სათავეში იდგნენ. დღეს მათი ლიდერობა უფრო გადამწყვეტია, ვიდრე ოდესმე, ქვეყნის დემოკრატიული ღირებულებებისკენ და ევროკავშირში ინტეგრაციისკენ დასაბრუნებლად“,- თქვა ზანე რუნგულემ.

ასევე დაგაინტერესებთ

„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს ევროპული გზის მხარდაჭერისთვის. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო და ამბიციური მიზანი – 2030 წლისთვის საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა“ – ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს

„ჩვენ მივესალმებით უნგრეთის მხარის მზადყოფნას, გამოყოს დარგობრივი ექსპერტი, რომელიც მხარს დაუჭერს სამინისტროს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სფეროში ევროინტეგრაციის მოთხოვნების შესრულების პროცესში“ – დავით სონღულაშვილი