დაუყოვნებლივ უნდა დავაწესოთ სანქციები „ოცნების“ ავტორიტარიზმის წინააღმდეგ — ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტის დეპუტატი რასა იუკნევიჩიანე პროტესტის 100 დღისთავზე, რაც საქართველოში უწყვეტად მიმდინარეობს, აცხადებს, რომ ევროკავშირი ვალდებულია, ქმედითი ნაბიჯები გადადგას და მკაცრი სანქციები დააწესოს.
ამის შესახებ ლიეტუველი ევროპარლამენტარი X-ზე წერს.
„ზამთრის 100 ცივი დღე და ღამეა, ათასობით ქართველს მამაცურად უკავია ქუჩა და იბრძვის მომავლისთვის. მათი მოთხოვნები მკაფიოა:
· ახალი დემოკრატიული
· პროევროპული გზა
· ავტორიტარიზმის დასრულება
· რეპრესიების დასრულება
ეს არის ეგზისტენციალური არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის. ქართველები ყველაფერს რისკავენ თავიანთი ევროპული მომავლისთვის. ჩვენ მათ ვერ მივატოვებთ.
ევროკავშირი ქმედებაზე უნდა გადავიდეს. საჭიროა ორმხრივი სანქციები სა და მისი მოკავშირეების მიმართ; „ქართული ოცნების“ რეჟიმის, სასამართლოს, პოლიციისა და რეპრესიებზე პასუხისმგებელი მაღალჩინოსნების მიმართ.
აღარაა უნგრეთის ვეტოს უკან დამალვის დრო. ევროკავშირის 25-მა ქვეყანამ დაუყოვნებლივ ორმხრივი სანქციები უნდა დააწესოს. უმოქმედობის ყოველი დღე აძლიერებს ავტორიტარიზმს.
ქართველებს სჭირდებათ ევროპა ისევე, როგორც ევროპას სჭირდება საქართველო. დემოკრატიული საქართველო შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გასაღებია. მოქმედების დრო სწორედ ახლაა“, — წერს რასა იუკნევიჩიანე.

ასევე დაგაინტერესებთ

ბესო დონაძე – მხოლოდ ლილუაშვილი და მიქაუტაძე ვერ დაალაგებდა ამხელა სქემას, ასეთ საკითხებს სჭირდება პრემიერის განკარგულება – „ოცნების“ მხარდამჭერს კორუფციაზე პრობლემა არ აქვს, ამიტომ დააკავშირეს ლილუაშვილი ოპოზიციასთან

ადვოკატი – გრიგოლ ლილუაშვილი არ დამალვია გამოძიებას, ჩხრეკა რომ ჩატარდა მის სახლში, იმის შემდეგ ელოდებოდა გამოძახებას, რათა ყველა კითხვაზე პასუხი გაეცა – მის პოზიციას ბრალდების წარდგენის შემდეგ შევიტყობ