პარლამენტის წინ აქცია მიმდინარეობს – რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტილია

საზოგადოებრივი მაუწყებლის ტერიტორიიდან და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოდან წამოსული მარშები საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო მსვლელობით მივიდნენ, სადაც მიმდინარე აქციას შეუერთდნენ.
“საქართველო ადექი, აჯანყდი”; “ყველგან პოლიცია, არსად სამართალი” – სკანდირებენ აქციის მონაწილეები.
ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტილია.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა უწყვეტი პროტესტის მე-100 დღესაც უცვლელია – გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები და დაინიშნოს ახალი .

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ერთადერთი გზაა მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა – მის ჯანმრთელობაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ივანიშვილის რუსულ რეჟიმს