იტალიის ნაკრების და „რომას“ ყოფილი თავდამსხმელი რობერტო პრუცო ირწმუნება, რომ „ნაპოლიდან“ „გალათასარაიში“ განათხოვრებული ვიქტორ ოსიმენი ზაფხულში აუცილებლად „იუვენტუსში“ გადავა.
პრუცომ იტალიის რადიოს ეთერში განაცხადა, რომ ამის შესახებ სანდო წყრომ აცნობა, რომელიც ოსიმენის გარემოცვასთან ახლო ურთიერთობაშია. საფეხბურთო ექსპერტმა ნიკოლო სკირამ თქვა, რომ საზღვარგარეთული კლუბებიდან ჯერ 26 წლის ნიგერიელის შეძენის კონკრეტული სურვილი არავის გამოუთქვამს, მისი გამოსასყიდი ფასი 75 მილიონი ევროა, თუმცა სატრანსფერო ღირებულება შეიძლება შემცირდეს და ამიტომ არ არის გამორიცხული, ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა უშუალო კონკურენტს მიჰყიდოს.
მიმდინარე სეზონში ოსიმენმა
„გალათასარაიში“ 28 მატჩში 22 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.
