ევროკავშირში აპირებენ 2030 წლისთვის ნედლეულის მინიმუმ მეოთხედი გადამუშავების გზით მიიღონ
ევროკავშირი ამზადებს ახალ კანონს, რომელიც დაავალდებულებს ქვეყნებს, 2030 წლისთვის მიიღონ ნედლეულის მინიმუმ 24% გადამუშავების ან ხელახალი გამოყენების გზით – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
კანონის მიღება 2026 წლისთვის იგეგმება. ის წაახალისებს კომპანიებსა და მთავრობებს, უფრო მეტად გამოიყენონ გადამუშავების ტექნოლოგიები და შექმნან პროდუქტები, რომლებიც უფრო ადვილია გადამუშავების ან ხელახალი გამოყენებისათვის. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა შეფუთვასა და სამრეწველო საქონელს.
