რეზო ხარაზი – მოვითხოვთ ბათუმის მერი თანამდებობიდან გადადგეს – არჩილ ჩიქოვანმა საკრებულოში მოხსენებისას რუსეთის რუკა მიზანმიმართულად გამოფინა

მოვითხოვთ ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი თანამდებობიდან გადადგეს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ­ბათუმის საკრებულოში რეზო ხარაზმა განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ საკრებულოში პრეზენტაციის დროს, მონიტორზე რუსეთის რუკა გამოჩდა, სადაც ევროკავშირის დროშა იყო დატანილი.
მისი თქმით, ბათუმის მერმა საკრებულოს წინაშე მოხსენებისას მიზანმიმართულად რუსეთის რუკა გამოფინა. რეზო ხარაზის თქმით, ბათუმის მერი ვერ ერკვევა სად არის რუსეთი ან ევროკავშირი.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მოვითხოვთ გადადგეს ქალაქ ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი. ჩვენ არ გვჭირდება მერი, რომელმაც რუკა არ იცის, არ იცის სად არის ევროკავშირი ან რუსეთი. გაერკვეს ქალაქის მერი, ეს არის მიზანმიმართული ქმედება”, – აღნიშნა რეზო ხარაზმა.
ბათუმის საკრებულო დღეს ბათუმის 2024 წლის ბიუჯეტს განიხილავს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს