„ქართული განათლება საფრთხეშია“ – ამ ლოზუნგით თსუ-ს ეზოში აქცია მიმდინარეობს

„ქართული განათლება საფრთხეშია“ – ამ ლოზუნგით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტებისა და ლექტორების ერთობლივი აქცია მიმდინარეობს, რომელიც მოგვიანებით საპროტესტო მსვლელობით პარლამენტისკენ გადაინაცვლებს.
აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ სხვადასხვა შინაარსის ბანერი და საქართველოს დროშები.
პარალელურად, თბილისის რამდენიმე ლოკაციიდან ასევე იგეგმება სხვადასხვა მარში, რომელიც საკანონმდებლო ორგანოსთან უწყვეტი პროტესტის მე-100 დღეს აქციას შეუერთდება.
„თავისუფლება სინდისის პატიმრებს” – ამ ლოზუნგით მსვლელობა იგეგმება საზოგადოებრივი მაუწყებლის ტერიტორიიდანაც.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”