ოპოზიცია ღიად თანამშრომლობს უცხოურ სტრუქტურებთან, იმისათვის, რომ დააზიანონ საკუთარი სახელმწიფოს ინტერესები – ეს სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი ქვეყნის ღალატი

ოპოზიცია ღიად თანამშრომლობს უცხოურ სტრუქტურებთან, იმისათვის, რომ დააზიანონ საკუთარი სახელმწიფოს ინტერესები – ეს სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი ქვეყნის ღალატი
ოპოზიცია ღიად თანამშრომლობს უცხოურ სტრუქტურებთან, იმისათვის, რომ დააზიანონ საკუთარი სახელმწიფოს ინტერესები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს თურქმენეთში განუცხადა.
პრემიერის თქმით, ეს სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი ქვეყნის ღალატი.
„ეს არის სერგო ორჯონიკიძის ხაზი. ასეთი ქმედებები ალბათ ექცევა სისხლის სამართლის კოდექსის ნორმების ქვეშ, თუმცა ეს არის არა ჩემი არამედ შესაბამისი უწყებების გადასაწყვეტი, მაგრამ დღესავით ნათელია, თუ რას აკეთებენ ეს ადამიანები. ისინი ღიად თანამშრომლობენ უცხოურ სტრუქტურებთან, იმისათვის, რომ დააზიანონ საკუთარი სახელმწიფოს ინტერესები. ეს სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი ქვეყნის ღალატი, თუმცა, ეს არის ჩემი პოლიტიკური შეფასება. სამართლებრივი შეფასებები უნდა გაკეთდეს შესაბამისი უწყებების მხრიდან“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა