ვთანამშრომლობ და ვითანამშრომლებ. რომ არ მდომოდა თანამშრომლობა, დუმილის უფლებით ვისარგებლებდი, – ამის შესახებ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილისთვის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დახმარების ფაქტზე ბრალდებულმა შოთა ქარუმიძემ პროცესზე განაცხადა.
ამ წუთებში სასამართლოში მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.
როგორც მან აღნიშნა, მისი მხრიდან მიმალვის საფრთხე არ არსებობს.
„დედაჩემი არის ცუდად. ამასაც თუ გაითვალისწინებთ, კარგი იქნება. უჩემოდ უჭირს გადაადგილება. ვთანამშრომლობ და ვითანამშრომლებ. რომ არ მდომოდა თანამშრომლობა, დუმილის უფლებით ვისარგებლებდი. პირიქით, წავედი თანამშრომლობაზე. მიმალვის საშიშროება არ არის“, – განაცხადა ქარუმიძემ.
