აშხაბადში ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა თურქმენეთის პრეზიდენტთან, მჯერა, რომ ჩვენს პარტნიორობას შეუძლია, უზრუნველყოს მეტი მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება როგორც რეგიონში, ასევე მის ფარგლებს გარეთ

აშხაბადში ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა თურქმენეთის პრეზიდენტთან, მჯერა, რომ ჩვენს პარტნიორობას შეუძლია, უზრუნველყოს მეტი მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება როგორც რეგიონში, ასევე მის ფარგლებს გარეთ
აშხაბადში ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვთან, მადლობას ვუხდი თურქმენეთს თბილი მიღებისა და მასპინძლობისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, შეხვედრაზე საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი განიხილეს.
„აშხაბადში ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვთან. განვიხილეთ საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი, მათ შორის ერთობლივი ეკონომიკური და ენერგეტიკული პროექტების სამომავლო პერსპექტივები.
ჩვენი დღის წესრიგის ერთ-ერთი პრიორიტეტია თურქმენეთთან მჭიდრო კავშირების გაღრმავება უსაფრთხო და სტაბილური შუა დერეფნის განვითარებისთვის.
მჯერა, რომ ჩვენს პარტნიორობას შეუძლია, უზრუნველყოს მეტი მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება როგორც რეგიონში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. თურქმენეთის პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტით მოვიწვიე“, – წერს პრემიერ-მინისტრი.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა